„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“  წინასაარჩევნო მონიტორინგის VI შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის VI შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

წინამდებარე ანგარიში მოიცავდა პერიოდს 22 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით.

ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის 2 ფაქტი. ასევე, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელზე ზეწოლის 1 ფაქტი; ასევე, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის და ხელის შეშლის 12 შემთხვევა, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 2 ფაქტი და სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 2 შემთხვევა.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების 8 და არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის 3 ფაქტი; საქველმოქმედო პროექტის დაანონსების 1 შემთხვევა.

ამასთან, ანგარიშში ასახულია გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის შედგენასთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებები.

„შეგახსენებთ, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს 1 ივნისიდან ახორციელებს. მონიტორინგი ხორციელდება შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ევროკავშირის მხარდაჭერით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო