გიორგი გახარია - მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების" გუნდს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი, რომლის მიზანია ზრუნვა და შრომა ადამიანებისთვის

ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მთავარია ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას ესმოდეს და გრძნობდეს თავისი ხალხის ტკივილსაც და სიხარულსაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების" შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების" გუნდის თითოეულ წევრს, რომლებიც ყოველდღიურად შრომობდნენ ბოლო სამი თვის განმავლობაში.

„ჩემო ძვირფასებო! ბოლო სამი თვის განმავლობაში „ქართული ოცნების" გუნდმა მოიარა ჩვენი ქვეყნის, საქართველოს თითოეული ქალაქი, დაბა, სოფელი. ჩვენ ვესაუბრეთ უამრავ ჩვენს მოქალაქეს. სხვადასხვა ასაკის, ჩვენს უფროს თაობას და ახალგაზრდებს. სხვადასხვა რელიგიური მრწამსის და ფასეულობების ადამიანებს და ყველაზე მთავარი აქ იყო ის, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მთავარია ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას ესმოდეს და გრძნობდეს თავისი ხალხის ტკივილსაც და სიხარულსაც.

მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების" გუნდის თითოეულ წევრს. საარჩევნო შტაბის თითოეულ წევრს. იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან ერთად ყოველდღიურად შრომობდნენ ამ სამი თვის განმავლობაში. ეს არის ის გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი, რომლის ძირითადი მიზანი არის ზრუნვა და შრომა ადამიანებისთვის. ყველას კარგად უნდა ახსოვდეს და იცოდეს, რომ ამ გუნდის ძირითადი ხელწერაა შრომა, კიდევ ერთხელ შრომა და არასოდეს არავისგან არ მოგვითხოვია მადლობა და არც დავლოდებივართ მადლობას, რამეთუ გვესმის და ეს გვასწავლა ბატონმა ბიძინამ, რომ შენი ქვეყნის და ხალხის მსახურება ყველაზე დიდი ღირსება და შესაძლებლობაა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა აბსოლუტურად თავისუფალ გარემოში შეძლეს, ეწარმოებინათ საარჩევნო კამპანია.

„ჩვენ ყველამ ერთად, ქართულმა საზოგადოებამ, სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა აბსოლუტურად თავისუფალ გარემოში ვაწარმოეთ საარჩევნო კამპანია. ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა, რომელიც ჩვენ გვაქვს 2012 წლის შემდგომ, ეს არის ის მიღწევა, რომელიც უნდა დავიცვათ და ჩვენ ყველამ ერთად დავინახეთ, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელიც ხვალ, სულ რამდენიმე საათში გააკეთებს თავის არჩევანს, გააკეთებს არჩევანს თავისუფლების, ღირსების, დემოკრატიის და რაც მთავარია, საქართველოს დასავლური ორიენტაციის და განვითარების მიმართ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქართულ საზოგადოებას პანდემიის პირობებშიც შეუძლია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო არჩევნები ჩაატაროს.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჩვენ პანდემიის პირობებშიც შეგვიძლია და უნდა ჩავატაროთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო არჩევნები. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ უზარმაზარი გამოწვევების პირობებში, როდესაც აბსოლუტურად არაორდინალურ გარემოში, პირბადეებით ვესაუბრებით ერთმანეთს, მაგრამ, უნდა გვახსოვდეს, რო ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების წინაშე და მაშინ, როდესაც უძლიერესი ქვეყნები და სახელმწიფოები ვერ უმკლავდებოდნენ პანდემიის პირველ ტალღას, მაშინ პატარა საქართველომ, თავის მოქალაქეებთან ერთად, შეძლეს სამაგალითოდ გამკლავებოდნენ პანდემიის პირველ ტალღას.

ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია გავაკეთოთ იგივე ახლაც. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი დიდი პასუხისმგებლობაა - საქართველოს მთავრობის, ხელისუფლების, მოქალაქეების, ყველასი, გავუმკლავდეთ მეორე ტალღას ისევე, როგორც ეს გავაკეთეთ პირველი ტალღის პირობებში. ჩვენ ხომ კარგად გვესმის, რომ საქართველოს მოქალაქეს პირველ რიგში აღელვებს მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა და რა თქმა უნდა, მისი ოჯახის შემოსავალი, სამუშაო ადგილები. ეს არის მთავარი გამოწვევა და როდესაც ჩვენ მოვუწოდებთ ერთმანეთს, ვატაროთ პირბადე, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა ჩვენი ხვალინდელი სწრაფი ეკონომიკური აღდგენისა და აღორძინების მიმართ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, რამდენიმე საათში გაკეთებული არჩევანი განსაზღვრავს საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას.

„ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ, ერთად დავამარცხებთ პანდემიას, ერთად გავუმკლავდებით ეკონომიკურ კრიზისს, ერთად გავაგრძელებთ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას, ადამიანის უფლებებზე ზრუნვას და ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ხვალ, რამდენიმე საათში გაკეთებული არჩევანი განსაზღვრავს ბევრი წლით ჩვენი ქვეყნის, საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, მივიდეთ არჩევნებზე და ჩვენი სინდისის, ნამუსის წინაშე გავაკეთოთ არჩევანი ჩვენი შვილის მომავლის, მისი წარმატების და დემოკრატიული, ძლიერი, ეკონომიკურად ძლიერი, თავისუფალი და ევროპული სახელმწიფოსათვის! გამარჯვებას გისურვებთ, კიდევ ერთხელ!", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა