არმაზ ახვლედიანი - 31 ოქტომბერს გვაქვს უნიკალური შანსი, დავნერგოთ ეს სანუკვარი – წასვლის, ანუ ღირსეულად გამარჯვების და ღირსეულად დამარცხების კულტურა

„ევროპული საქართველოს“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის, არმაზ ახვლედიანის თქმით, 31 ოქტომბერი არის უნიკალური შანსი, ქვეყანაში მოხდეს ზოგადსაკაცობრიოდ აპრობირებული მრავალპარტიული შერეული მმართველობის ფორმირება.

ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ამ გზით დაინერგება ღირსეულად გამარჯვებისა და ღირსეულად დამარცხების კულტურა.

„ყოველთვის მიკვირდა, რა მსუბუქად ახერხებენ ხოლმე ხელისუფლებიდან წასვლას იქ, დასავლეთში. რა არის ეს, რა კულტურაა? როდესაც ირჩევ, მართავს და შეუძლია ძალდატანების, განსაკუთრებული მოწოდებების გარეშე, უბრალოდ იმიტომ, რომ ვადა ამოეწურა ან რომ ხვდება, სხვა უკეთ გააკეთებს, მისი დრო გავიდა და, აი, ამ განსაკუთრებული წასვლის კულტურით ისიც უნდა წავიდეს.

ჩვენთან რა გვემართება, რომ მოვდივართ და წასვლა ასე გვიჭირს, წასვლა ასეთი მტკივნეულია. რა სამარცხვინო, რა უბედური რამ შეგვეყარა საქართველოში!

ახლა, 31 ოქტომბერს, სწორედ ამიტომ გვაქვს უნიკალური შანსი, რომ ამ მავნე ტრადიციას ზურგი ვაქციოთ და დავიწყოთ ახალი, საუკეთესო, საქართველოზე მორგებული, ზოგადსაკაცობრიოდ აპრობირებული მრავალპარტიული შერეული მმართველობის ფორმირება. ასე, ამ გზით, დავნერგავთ ამ სანუკვარ – წასვლის, ანუ ღირსეულად გამარჯვების და ღირსეულად დამარცხების კულტურას“, - განაცხადა ახვლედიანმა.

აღნიშნულ კომენტარს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა