სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე ჟენევაში შეხვედრებს მართავენ

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხთან დაკავშირებით ჟენევაში საერთაშორისო შუამავლებს შეხვდნენ.

„როიტერის“ ინფორმაციით, მინისტრები შეხვედრებს მართავენ საფრანგეთის, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებთან, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ფარგლებში.

როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა დაადასტურეს, რომ მათი ხელმძღვანელები ჟენევაში გაემგზავრნენ.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სიტუაცია 27 სექტემბერს დაიძაბა. მხარეებმა ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას სამჯერ მიაღწიეს, თუმცა კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება. სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა