გიგი წერეთელი - დარწმუნებული ვარ, არჩევნებზე მაღალი აქტივობა იქნება და ჩვენი საზოგადოება მხარს ცვლილებებს დაუჭერს

მხოლოდ გარდამტეხი ცვლილებები მოიტანს იმ მძიმე პრობლემების დაძლევას, რაც დღეს ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას აქვს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მაჟორიტარობის კანდიდატმა ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის ოლქში, გიგი წერეთელმა საარჩევნო კამპანიის დასრულების შემდეგ განაცხადა და ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა.

წერეთელის თქმით, დარწმუნებულია, რომ არჩევნებზე მაღალი აქტივობა იქნება.

„მადლობა ყველას! ამ რთული საარჩევნო კამპანიის დროს გულთბილი შეხვედრებისთვის, საინტერესო საუბრებისთვის და მხარდაჭერისთვის. ჩვენ ერთად გავიარეთ მთელი ეს პერიოდი და მე ვიცი თქვენი განწყობა და მოლოდინი. დარწმუნებული ვარ, არჩევნებზე მაღალი აქტივობა იქნება და ჩვენი საზოგადოება მხარს ხელისუფლების ცვლილებას დაუჭერს. მხოლოდ გარდამტეხი ცვლილებები მოიტანს იმ მძიმე პრობლემების დაძლევას, რაც დღეს ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას აქვს. ამიტომ, გადამწყვეტია, რომ ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, ხმა მივცეთ ცვლილებებს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისა და უკეთესი მომავლისთვის“, - აცხადებს გიგი წერეთელი.

აღნიშნულ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო