31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესაჯამებლად ცესკო-ს ბოლო ვადა 19 ნოემბრამდე აქვს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესაჯამებლად ბოლო ვადა 19 ნოემბრამდე აქვს.

საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე, არჩევნების დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებს აჯამებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, განკარგულებით არჩევნების მეორე ტურს ნიშნავს.

მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტურის გამართვის შემთხვევაში, მეორე ტური არჩევნებიდან მესამე შაბათს - 21 ნოემბერს უნდა ჩატარდეს.

თუკი არჩევნების მეორე ტური დაინიშნა, ცესკო მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა (10 დეკემბერი) პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს დაადგენს.

ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე, საკუთარ ვებ-გვერდზე შემაჯამებელ ოქმს გამოაქვეყნებს. შემაჯამებელ ოქმს ცესკო ასევე “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გადასცემს, რომელიც მას ორი დღის ვადაში გამოაქვეყნებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა