თურქეთსა და საბერძნეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა

თურქეთსა და საბერძნეთში გუშინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა.

თურქული სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, დაღუპულია 24 და დაშავებულია 800-ზე მეტი ადამიანი. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი, ფაჰრეთინ კოჩა აცხადებს, რომ დაშავებული მოქალაქეებისგან 25-ს რეანიმაციულ განყოფილებებში მკურნალობენ.

იზმირში მდებარე რამდენიმე შენობაში სამაშველო-სამძებრო ოპერაცია დასრულდა, 10-მდე შენობაში კი მაშველები მუშაობას განაგრძობენ.

სამაშველო სამუშაოებში 4 000-მდე მაშველი და 475 სატრანსპორტო საშუალებაა ჩართული. გარდა ამისა, ოპერაციაში მონაწილეობს სანაპირო დაცვის სარდლობის 116 თანამშრომელი, 11 ნავი, სამი ვერტმფრენი და მყვინთავები.

BBC-ის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად მომატებულმა ზღვის დონემ ქალაქ იზმირში წყალდიდობა გამოიწვია და მაშველები რამდენიმე დაკარგულ მეთევზეს ეძებენ.

რაც შეეხება საბერძნეთს, BBC-ი ადგილობრივი ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ მიწისძვრის შედეგად კუნძულ სამოსზე კედელი ჩამოინგრა, რა დროსაც 2 მოზარდი გარდაიცვალა. ამასთან, წარმოქმნილმა მცირე ზომის ცუნამმა კუნძულ სამოსის პორტში წყალდიდობა გამოიწვია, დაზიანდა რამდენიმე შენობა.

შეგახსენებთ, გუშინ თურქეთსა და საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. თურქეთის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 6.6 მაგნიტუდა იყო, აშშ-ის გეოლოგიური კვლევების ცენტრის ცნობით კი, ბიძგების სიმძლავრემ ეპიცენტრში 7.0 მაგნიტუდას მიაღწია. რაც შეეხება საბერძნეთს, კუნძულ სამოსზე 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს