დავით ბაქრაძე - დარწმუნებული ვარ, ხვალიდან ახალი ენერგიით და ძალით ვიცხოვრებთ შეცვლილ და უკეთეს საქართველოში

დარწმუნებული ვარ, ხვალიდან ყველა ერთად, ახალი ენერგიით და ძალით ვიცხოვრებთ შეცვლილ და უკეთეს საქართველოში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შედეგების შესახებ პროგნოზებს არ აკეთებს, რადგან მთავარია, ყველამ დააფიქსიროს აზრი. ბაქრაძის თქმით, ოპტიმისტური მოლოდინები აქვს.

„მე პირადად ხმა მივეცი ქვეყანაში ცვლილებებს, იმიტომ, რომ საქართველოს სჭირდება ცვლილებები, წინსვლა და უკეთესობა და დარწმუნებული ვარ, ხვალიდან ყველა ერთად, ახალი ენერგიით და ძალით ვიცხოვრებთ შეცვლილ და უკეთეს საქართველოში. ძალიან კარგია, რომ პანდემიის მიუხედავად ადამიანები აქტიურობენ და მოდიან. ყველას ესმის, რომ დღევანდელი დღე გადამწყვეტია მათი მომავლისთვის. რაც უფრო მეტი ადამიანი მოდის არჩევნებზე, მით უფრო არ აქვს შესაძლებლობა ხელისუფლებას არჩევნები გააყალბოს“, - აღნიშნა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, არარეალისტურია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პროგნოზი, რომ მმართველი პარტია 55%-60%-ს მიიღებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა