მარნეულში მე-5 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო

მარნეულში მე-5 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

საარჩევნო უბანზე მარნეულის პოლიციის უფროსი რუსლან იოსელიანიც მივიდა, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოიძახეს და მას შემდეგ ისაუბრებს, რაც სიტუაციაში გაერკვევა. ადგილზე საარჩევნო პროცესი რამდენიმე წუთით შეჩერებული იყო.

როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ლაშა ქველაძე აცხადებს, მათ დამკვირვებელს უფლებას არ აძლევენ, ამომრჩევლის რეგისტრაციას დააკვირდეს. მისივე თქმით, საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ სამართალდამცავები გამოიძახა.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ანა ილურიძის განცხადებით, უბანზე ხმაური ჟურნალისტებმა შექმნეს, რადგან უბანში ბევრი ჟურნალისტი მივიდა, რაც კომისიას მუშაობაში ხელს უშლის. ილურიძის თქმითვე, როგორც მისთვისაა ცნობილი, ერთ-ერთმა ამომრჩეველმა პირბადე არ მოიხსნა, რასაც ხმაური მოჰყვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა