დავით უსუფაშვილი - დღეს სიტყვა უნდა თქვას ქართველმა ხალხმა და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ძალიან მყარი სიტყვა

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სახელისუფლებო ძალაუფლებით აღჭურვილმა პირებმა კარგად გაიაზრონ თავისი დანიშნულება, რომ საქართველოში თავისუფალი და დამოუკიდებელი არჩევნები უზრუნველყონ და არა საკუთარი პარტიის წარმატება, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე მშვიდობიანად ჩატარდეს და ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვას.

„ლელოს“ ღრმად გვჯერა, რომ ეს დღე იქნება ქვეყანაში ძალიან ბევრი სასიკეთო ცვლილების დასაწყისი. ჩვენი საარჩევნო კამპანია დასრულდა, ახლა უკვე სიტყვა უნდა თქვას ქართველმა ხალხმა, ამომრჩევლებმა და დარწმუნებული ვართ, ეს იქნება ძალიან მყარი სიტყვა, გადაწყვეტილება ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. დღის განმავლობაში „ლელოს“ ცენტრალურ ოფისში მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია გვექნება და შევეცდებით ჩვენი დაკვირვებების შესახებ მოგახსენოთ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით.

მინდა, რომ ყველას და პირველ რიგში ხელისუფლებას შევახსენოთ, რომ საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც კონსტიტუციით იმართება და კონსტიტუციაში წერია, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი და არავის აქვს უფლება მიითვისოს ხელისუფლება და პოლიტიკური პარტიები პოლიტიკურ პროცესში თავისუფლების და თანასწორობის პრინციპებით მონაწილეობენ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს