ბადრი ჯაფარიძე - მე მივეცი ხმა ვარდნის შეჩერებას, ცვლილებებს და ქვეყანაში სრულიად ახალი, დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას

მე მივეცი ხმა ვარდნის შეჩერებას, ცვლილებებს და ქვეყანაში სრულიად ახალი, დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას, - ამის შესახებ „ლელოს" ერთ- ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

ჯაფარიძემ საკუთარი არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #5 უბანზე დააფიქსირა.

„ეს არის ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ერთ- ერთი გადამწყვეტი არჩევნები იმისათვის, რომ შევაჩეროთ ქვეყნის ვარდნა და დავიწყოთ ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა. ამიტომ, ყველა თანამოქალაქეს მოვუწოდებ, რომ აუცილებლად დღეს ხმა მისცეს მისი ქვეყნის, მისი ოჯახის მომავალს, რომ ერთხელ და სამუდამოდ თავი დავაღწიოთ ყველა იმ კრიზისს და გამოწვევას, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ,"- განაცხადა ჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა