კელი დეგნანი - ძალადობის და დაშინების ადგილი ამ არჩევნებზე არ უნდა იყოს

ძალადობის და დაშინების ადგილი ამ არჩევნებზე არ უნდა იყოს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან არჩევნების პროცესს სახვადასხვა საარჩევნო უბანზე 75 დამკვირვებელი დააკვირდება.

„ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მთავარია მშვიდი ატმოსფერო და თავისუფალი არჩევნი ხალხისთვის. ვიმყოფებოდი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელმაც ძალიან დიდი სამუშაო გასწია არჩევნების ადმინისტრირების და ორგანიზების კუთხით, განსაკუთრებით იმ ფონზე, რასაც ქმნის პანდემია. მიიღეს ყველანაირი ზომა რათა თითოეულმა მოქალაქემ მისცეს ხმა უსაფრთხოდ. ყველამ უნდა დააფასოს ეს მართლაც მნიშვნელოვანი კარგი სამუშაო, რომელიც გასწია საარჩევნო კომისიამ ამ კუთხით. ჩვენ დავაკვირდებით არჩევნების პროცესს, საელჩოდან გვყავს 75 თანამშრომელი, რომლებიც სხვადასხვა უბნებზე დააკვირდებიან საარჩევნო პროცესებს. მნიშვნელოვანია, რომ არ უნდა იყოს დაშინებისა და ძალადობის ადგილი და რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევებს დავაკვირდებით. გავამახვილებთ ამაზე ყურადღებას. გთხოვთ, ატაროთ ნიღბები, დაიცვათ სოციალური დისტანცია. ყველას გთხოვთ მიხვიდეთ არჩევნებზე და მისცეთ ხმა",- განაცხადა დეგნანმა.

კელი დეგნანმა ცენტრალური საარჩევნო კომისია უკვე დატოვა. ის მარნეულში გაემგზავრა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა