„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ - ჩვენმა დამკვირვებლებმა, რომლებიც 400-მდე საარჩევნო უბანს აკვირდებიან, უბნების გახსნის პროცედურების რამდენიმე დარღვევა უკვე დააფიქსირეს

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის დამკვირვებლებმა, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით 400-მდე საარჩევნო უბანს აკვირდებიან, უბნების გახსნის პროცედურების რამდენიმე დარღვევა უკვე დააფიქსირეს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-იდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, 09:00 საათამდე გამოვლენილი დარღვევები მათ შორის წილი ყრის პროცედურებს უკავშირდება.

„კერძოდ, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარული ოლქის N13.22.52 უბანზე არ ჩატარდა წილისყრის პროცედურა; სამგორის მაჟორიტარულ ოლქში N05.06.19 უბანზე წილისყრის პროცედურა ჩატარდა დარღვევით და „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის დამკვირვებლის მითითების შესაბამისად ხარვეზი გამოსწორდა; კასპისა და გორის მაჟორიტარულ ოლქში, N15.32.09 უბანზე წილისყრა ჩატარდა დარღვევით, კომისია მინიჭებული ფუნქციებით მუშაობას დარღვევით აგრძელებს; კასპისა და გორის მაჟორიტარულ ოლქში, N15.32.09 უბანზე, წილისყრის პროცედურები ჩატარდა დარღვევით. კერძოდ, უკვე ჩატარებული წილისყრა თავიდან ჩაატარა კომისიამ. მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში, N13.22.52 უბანზე, წილისყრა ჩატარდა დარღვევით, გამოავლინეს მხოლოდ რეგისტრატორი კომისიის წევრები. სხვა ფუნქციები მოგვიანებით გადანაწილდა; დიდუბისა და ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში, 06.07.07 წილისყრა 8:00სთ–მდე არ ჩატარდა. სამგორის მაჟორიტარულ ოლქში, N05.06.35 უბანზე წილისყრა ჩატარდა დარღვევით, გამოვლენილი ფუნქციები მიუღებელი აღმოჩნდა კომისიისთვის, რის გამოც წილისყრით ჩატარდა თავიდან;

რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან დარღვევებს, ორგანიზაციის ინფორმაციით, შემდეგი დარღვევები გამოიკვეთა: რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში N12.21.34 უბანზე დამკვირვებელს მიუთითეს კონკრეტული ადგილი და არ მისცეს თავისუფლად გადაადგილების უფლება; საბურთალოს მაჟორიტარული ოლქის საოლქო კომისიის დამკვირვებელი არ შეუშვეს შენობაში; გლდანის მაჟორიტარულ ოლქში N08.10.32 უბანზე, ჩვენს დამკვირვებელს ხელს უშლიან უფლებამოსილების განხორციელებაში. კერძოდ,მან მოითხოვა გაცნობოდა საარჩევნო მასალას, რისი საშუალებაც კომისიამ მას არ მისცა; დიდუბისა და ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში, N06.07.12 უბანზე, დამკვირვებელს არ მისცეს ჩანაწერთა წიგნიდან ინფორმაციის მიღების საშუალება; სამგორის მაჟორიტარული ოლქის N05.06.19 უბანზე, დამკვირვებელს არ აძლევენ ჩანაწერთა წიგნის გაცნობის საშუალებას; ვაკის მაჟორიტარული ოლქის, N02.02.23 უბანზე ჩვენს დამკვირვებელს არ აძლევენ ჩანაწერთა წიგნის გაცნობის საშუალებას; ისნის მაჟორიტარული ოლქის N04.05.45 უბანზე, კომისიის წევრს არ ჰქონდა პირადობის მოწმობა; დიდუბე ჩუღურეთის მაჟორიტარული ოლქის N06,08,03, მდივანი არ ავსებს ჩანაწერთა წიგნსა და სადემონსტრაციო ოქმს. ასევე, მხოლოდ უბნის გახსნის შემდეგ დაილუქა ყუთი; ქუთაისის მაჟორიტარული ოლქის N23.59.60 უბანზე ვერ ხერხდება დისტანციის დაცვა, რის გამოც დამკვირვებლებს უწევთ უბანზე რიგ-რიგობით შესვლა.

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკოს მიერ რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა. არჩევნების თავისუფალ, მშვიდ და მიუკერძოებელ გარემოში ჩატარებას და ამომრჩევლის მიერ კონსტიტუციური ხმის უფლების და ნების გამოხატვას, საქართველოს მასშტაბით, 24 ოლქში აკვირდება ორგანიზაციის 392 დამკვირვებელი და 21 მობილური ჯგუფი. დამკვირვებლებისთვის შეიქმნა სპეციალური სახელმძღვანელო, საარჩევნო კოდექსის ფარგლებში, უბნებზე მათი უფლებების და მოვალეობების შესახებ, მომზადდა დამკვირვებლის ანგარიშის და საჩივრის ფორმები. ორგანიზაციის მობილური ჯგუფები სპეციალურად შექმნილი ჩექ-ლისტის საფუძველზე ამოწმებენ საარჩევნო უბნებს. ასევე, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ში მუშაობს იურისტთა ჯგუფი, რომელიც საუბნო დამკვირვებლებს დისტანციურად უწევს კონსულტაციას სამართალდარღვევების შემთხვევაში და, საჭიროებიდან გამომდინარე, ერთვება საჩივრის მომზადების პროცესში.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის ოფისში მუშაობს ქოლ-ცენტრი, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, დარეკონ ცხელ ხაზზე: 599 404 185 ან დაუკავშირდნენ ორგანიზაციას Facebook გვერდის მესინჯერში და შეატყობინონ მათ მიერ დაფიქსირებული დარღვევის შესახებ, მოაწოდონ ვიდეო და ფოტო მასალა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა