აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - სომხეთმა ტერტერის, აღდამისა და აღჯაბედის რაიონები დაბომბა

31 ოქტომბრის 06:00 საათზე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ტერტერის, აღდამისა და აღჯაბედის რაიონები დაბომბეს, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, წუხელ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით აზერბაიჯანის არმიის დანაყოფების პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ საარტილერიო და სარაკეტო თავდასხმები განახორციელეს. საბრძოლო მოქმედებები, ძირითადად, აღდერეს, ხოჯავენდისა და გუბადლის მიმართულებებით ხორციელდებოდა.

„ამჟამად, ჩვენი ჯარები ოპერატიულ ვითარებას აკონტროლებენ,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა