ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე აქტიურობა იმის დამადასტურებელია, რომ „ქართული ოცნება” არჩევნებში „ძალიან მწარედ მარცხდება“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე ასეთი აქტიურობა იმის დამადასტურებელია, რომ „ქართული ოცნება” არჩევნებში ძალიან მწარედ მარცხდება.

როგორც მან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ზუგდიდსა და ქუთაისში რამდენიმე უბანზე დარღვევები დაფიქსირდა.

„სპეცსიაში მყოფი ადამიანები, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან, მათ უნდა მისცენ ხმა გადასატანი ყუთით. დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც ქუთაისის 112-ე უბანზე თვითიზოლაციაში მყოფი პირი მივიდა, მისცა ხმა, ეს არის მაკა ფიჩხაია და ხმის მიცემის შემდეგ როცა საარჩევნო უბნიდან გამოვიდა, მას გადასცეს კონკრეტული თანხა და ამის დამადასტურებული ვიდეომასალაც გაგვაჩნია.

კვლავ ხდება სუს-ის დაქირავებული „ოცნების“ აქტივისტების მიერ ამომრჩეველზე ზემოქმედების მიზნით ამომრჩევლის კონტროლი და ამის არაერთი ფაქტი გამოვლინდა. მთელი საქართველოს მასშტაბით ძალიან აქტიურად მიმდინარეობს იმ მედია დამკვირვებლების გამოძევება საარჩევნო უბნებიდან, რომლებიც სპეციალური აპლიკაციით არიან აღჭურვილები. სწორედ ამ აპლიკაციის მეშვეობით ხდება ყველა იმ პირის იდენტიფიცირება, რომლებიც შეეცდებიან მეორედ ან მესამედ მისცენ ხმა საარჩევნო უბანზე. ამ ადამიანებზე განსაკუთრებული ნადირობაა. ამასთან, კონკრეტული პირები, „ქართული ოცნების“ დავალებით, ზუგდიდის საარჩევნო უბანზე ე.წ. კარუსელის დატრიალებას ცდილობენ და ასევე ზუგდიდში, კაზინო „ვეგასის“ წარმომადგენელები, რომელთაც ხელმძღვანელობს ვინმე გია სალია, ცდილობენ „კარუსელის“ განხორციელებას. სისტემა ასეთია, რომ კონკრეტულ პირებს ექნებათ ამომცნობი ნიშნები, ეს არის ბეჭედი ან სამაჯური, რომლის მიხედვითაც ისინი შევლენ საარჩევნო უბანზე და კომისიის წევრები „ქართული ოცნებიდან“ გაფრთხილებულები არიან, რომ ვისაც ასეთი ნიშნები ექნებათ შეუშვან უპრობლემოდ. ასევე ზუდიდში, 89-ე უბანზე ამომრჩეველს აძლევენ მხოლოდ მაჟორიტარის ბიულეტენს და იქ პროპორციული სისტემის ბიულეტენი საერთოდ არ აქვთ“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა