გრიგოლ ვაშაძე - უკვე არაერთგზის დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ადამიანმა ხმა მისცა გადასატან ყუთში და მერე მოიყვანეს უბანზე

ყველანაირად ცდილობს „ქართული ოცნება“ ხელიდან გაპარული ხელისუფლების შენარჩუნებას, - ამის შესახებ ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დაპუტატობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მან ისაუბრა იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს არჩევნები ამჟამად.

“მთავარი პრობლემა, რომელიც ახლაა და რომელზეც აბსოლუტურად მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა უბანზე საუბრობენ, ეს არის გადასატანი ყუთები, - როდესაც „ქართულ ოცნებას“ ამ სიაში შეყრილი ჰყავს უამრავი ადამიანი, ძალიან ხშირად სრულიად უსაფუძვლოდ და შემდეგ ცდილობს, ეს ადამიანები უბნებზე მოიყვანოს. ჩვენი დამკვირვებლები და წარმომადგენლები ძალიან ყურადღებით არიან, რადგან უკვე არაერთგზის დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ადამიანმა ხმა მისცა გადასატან ყუთში და მერე მოიყვანეს უბანზე“, - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა უპასუხა კითხვას 39-ე უბანთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ამომრჩეველს სამის ნაცვლად 2 -ბიულეტენი მისცეს, მაჟორიტარობის ბიულეტენის გარდა.

“მე დიდი გამოცდილება არ მაქვს არჩევნების, მაგრამ რომ ვთქვა, რომ რაღაც ისეთი ხდება, რაც 2017, 2018 და 2019 წლებში არ მინახავს, მოვიტყუები. ყველანაირად ცდილობს „ქართული ოცნება“ ხელიდან გაპარული ხელისუფლების შენარჩუნებას”, - განაცხადა ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა