გრიგოლ ვაშაძე - პარლამენტი არ უნდა იყოს რეზინის შტამპი, რომელსაც ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი ურახუნებს იმ კანონპროექტებს, რომელიც მას მოსწონს

პარლამენტი არ უნდა იყოს რეზინის შტამპი, რომელსაც ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი ურახუნებს იმ კანონპროექტებს, რომელიც მას მოსწონს, - ამის შესახებ ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დაპუტატობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მან ისაუბრა იმაზე, თუ რას მისცა ხმა.

„ტრივიალური გახდა და სტანდარტი გახდა, რომ უნდა თქვა: „აღმშენებლობას, განვითარებას!“ პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ერის გაერთიანებას და ზიზღის დამთავრებას ამ ქვეყანაში, იმას, რომ 50% მოსახლეობის აღარასდროს აღარ იყოს შიდა ემიგრაციაში და ხელისუფლებას და სახელმწიფოს არ თვლიდეს არათავისიანად. იმას მივეცი ხმა, რომ საქართველოს ეროვნული თანხმობა და კომპრომისი სჭირდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება, სწრაფად გაუმკლავდეს უზარმაზარ გამოწვევებს, რომელიც ახლაც გვაქვს და 2024 წელს კიდევ უფრო მეტი გვექნება“, - განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა მეორე ტური, გრიგოლ ვაშაძემ უპასუხა:

„ამაზე ერთი გამოთქმაა: „ეგ რომ ვიცოდე, ნიუ-იორკში ვიცხოვრებდიო“. განწყობები ქუთაისში არის ისეთი, რომ წესით უნდა მოვიგოთ პირველ ტურში. უნდა მოვიგოთ აუცილებლად, ეს შემიძლია გითხრათ“, - აღნიშნა მან.

ვაშაძემ დასძინა, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი იქნება ისეთი, როგორიც საქართველოში არასდროს ყოფილა.

„იქნება ძალიან მრავალპარტიული, იქნება ძალიან განსხვავებული და იქნება ძალიან ძნელად სამართავი, რაც არის კარგი, რადგან პარლამენტი არ უნდა იყოს რეზინის შტამპი, რომელსაც ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი ურახუნებს იმ კანონპროექტებს, რომელიც მას მოსწონს“, - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს