გიგა ბოკერია - ჩვენი ამოცანაა, რომ ყოველგვარი ინციდენტების გარეშე შევცვალოთ ეს ხელისუფლება

„ევროპული საქართველოს“ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგა ბოკერიამ საკუთარი არჩევანი ფოთში, მე-13 საარჩევნო უბანზე გააკეთა, სადაც მეუღლესთან ერთად მივიდა.

მისი განცხადებით, ქვეყანა გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინშია და დღის ბოლოს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.

მისივე თქმით, ოლქში არჩევნები დარღვევებით მიმდინარეობს.

„ჩვენს ქვეყანაში ცვლილებების დასაწყისის დღეა, დღე, როცა ჩვენი მოქალაქეები გააკეთებენ არჩევანს და ცვლილებებისთვის გადადგამს დიდ ნაბიჯს. ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლას უნდა მოყვეს გარდამტეხი ცვლილებები ჩვენს ცხოვრებაში და ეს არის ჩემი გუნდის, „ევროპული საქართველოს“ ამოცანა და გავრისკავდი და ვიტყოდი, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ამოცანა. ყველა ხმას აქვს მნიშვნელობა იმისთვის, რომ ჩვენ პოლიტიკურად , ფსიქოლოგიურად ამ არასტაბილური რეჟიმის, ივანიშვილის მმართველობის პირობებში დიდი უპირატესობით დავამარცხოთ ის, რომ სწრაფათვე გამოვრიცხოთ და დავიწყოთ გარდამტეხი ცვლილებები. ჩვენი ამოცანაა, რომ ყოველგვარი ინციდენტების გარეშე შევცვალოთ ეს ხელისუფლება და ეს შედეგიც უნდა დადგეს დღეს დღის ბოლოს,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა