აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირების საერთო რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 9 მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას მედია ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსი 92 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, რაც პანდემიის დაწყების მომენტიდან ქვეყნისთვის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

CNN-ი წერს, რომ აშშ-ში დაინფიცირებულთა რიცხვი 2 კვირაში ერთი მილიონით გაიზარდა. გარდა ამისა, აშშ-ში ვირუსით ბოლო დღე-ღამეში 970-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და ფატალური შემთხვევების რიცხვი 230 000-ს უახლოვდება. აშშ-ში 3.5 მილიონი ადამიანი ვირუსისგან უკვე განიკურნა. აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორი რობერტ რედფილდი აცხადებს, რომ ბოლო დროს შემთხვევების ასე სწრაფად მატება გამოწვეულია უსიმპტომო პაციენტებით, რამდენადაც პანდემია 12-დან 30 წლამდე ადამიანებში „ჩუმად“ ცირკულირებს და შემდეგ ასაკიან ხალხში ვლინდება. შეგახსენებთ, აშშ როგორც ვირუსით დაინფიცირებულთა, ისე გარდაცვლილთა რიცხვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა