აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ჟენევის კონვენციებით აკრძალული თეთრი ფოსფორის საბრძოლო მასალა გამოიყენეს, რომელიც ქიმიური იარაღის ელემენტებს შეიცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანი არა მხოლოდ თავდაცვის ხაზებზე, არამედ დასახლებული პუნქტებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმებსაც აგრძელებენ.
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის არმიის ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში ბრძოლები მიმდინარეობდა ჩრდილო-აღმოსავლეთის, სამხრეთისა და სამხრეთ- დასავლეთის მიმართულებებით.
სომხური მედია წერს, რომ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის სამხედრო დანაყოფები ოპერატიულ-ტაქტიკურ ვითარებას აკონტროლებენ.