"ერთად არჩევნებისთვის“ - უბნების გახსნის და კენჭისყრის პროცედურები კანონმდებლობის შესაბამისად წარიმართა, თუმცა დაფიქსირდა მცირე პროცედურული დარღვევებიც

არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანება ,,ერთად არჩევნებისთვის“ სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში საქართველოს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს 53 ოლქის მასშტაბით 83 აკრედიტირებული და გადამზადებული გრძელვადიანი დამკვირვებლების მეშვეობით აკვირდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, ამ დროისთვის გაერთიანების დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით უბნების გახსნის, წილისყრისა და კენჭისყრის პროცედურები ძირითადად კანონმდებლობის შესაბამისად წარიმართა, თუმცა დაფიქსირდა მცირე პროცედურული დარღვევებიც.

ორგანიზაციის ცნობით, დაფიქსირდა: უბნის დაგვიანებით გახსნის 4 ფაქტი. „უბნებზე სისტემური ხასიათი აქვს ისეთ ინციდენტებს, როგორიცაა კომისიის წევრების მიერ წილისყარში არ მონაწილეობა, კერძოდ, ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული კომისიის წევრები უარს აცხადებენ გადასატანი ყუთის წამღების ფუნქციის შესრულებაზე. ძირითადი და გადასატანი საარჩევნო ყუთების არასწორად დალუქვის ფაქტი; უბნებზე სისტემატური ხასიათი აქვს მედიისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ ამომრჩევებისათვის ფოტო-ვიდეოს გადაღებას მათი ნებართვის გარეშე, აგიტაციის გაწევის 1 ფაქტი, მარკირების პროცედურის არასწორად წარიმართვის 2 ფაქტი, კერძოდ, პროცედურული რიგითობა დაირღვა რეგისტრატორის მიერ, საარჩევნო უბნებზე შეიმჩვნევა ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა და რიგები, კოვიდ რეგულაციები მცირე ხასითის დარღვევების ხორციელდება, დაფიქსირდა დამკვირვებელის მიერ საარჩევნო კომისიის საქმიანობასა და ფუნქციებში ჩარევა.

ამ დროისთვის გაერთიანების დამკვირვებლების მიერ შეტანილია 2 საჩივარი. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია დროულად რეაგირებს დამკვირვებლების მიერ მიცემულ შენიშვნებზე. არსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ ეტაპისათვის საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოსა და კანონის ფარგლებში. გარდა ამისა, ის საარჩევნო უბნები, რომლებსაც ერთობლივი სადამკვირვებლო მისია აკვირდება 08:00 საათისთვის მზად იყო კენჭისყრის დასაწყებად და ამომრჩეველთა მისაღებად. ,,ერთად არჩევნებისთვის“ ამომრჩევლებს შეახსენებს, რომ დღეს კენჭისყრა მიმდინარეობს 20:00 საათამდე და კენჭისყრის პროცესში მონაწილეობისათვის თან უნდა იქონიონ: საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან/და საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ერთობლივი სადამკვირვებლო მისია მოუწოდებს ამომრჩევლებს მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად გააკეთონ საკუთარი არჩევანი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს