„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებზე 5 საჩივარი დაარეგისტრირეს

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლები პარლამენტის არჩევნებს საქართველოს შვიდ რეგიონში აკვირდებიან. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, მათი დამკვირვებლები არიან კახეთში, საგარეჯოს და ახმეტის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში; ქვემო ქართლში, გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში; სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში; შიდა ქართლის რეგიონში, გორის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში; იმერეთის, აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.

„11:00 საათისთვის „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებზე დაარეგისტრირეს 5 საჩივარი და 10-ზე მეტი შენიშვნა შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა