ფიქრია ჩიხრაძე - საქართველოსთვის დღევანდელი არჩევნები არის გადაუჭარბებლად მნიშვნელოვანი, მე ხმა მივეცი “ლელოს”

ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს სჭირდება განახლება და დაძვრა მკვდარი წერტილიდან, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ “ლელოს” შეუძლია”, - ამის შესახებ “ლელოს" სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ფიქრია ჩიხრაძემ საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

“ლელოს” სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, 2020 წლის არჩევნების მოლოდინი პოზიტიურია, მას სჯერა, რომ ამ წლის არჩევნები საქართველოსთვის გარდამტეხი იქნება.

“რა თქმა უნდა, ხმა მივეცი “ლელოს” როგორც განახლების იდეას, ახალ ძალას საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს სჭირდება განახლება და დაძვრა მკვდარი წერტილიდან, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ “ლელოს” შეუძლია. ეს არის ძლიერი გუნდი, რომელსაც აქვს გათვლილი ხედვა და ჰყავს ძალიან ძლიერი ლიდერი. მას შეუძლია ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია გამოასწოროს და დაძრას,”-განაცხადა ჩიხრაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს