„მრავალეროვანი საქართველო” - უბნების გახსნისა და მოწყობის, ასევე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში წარიმართა, თუმცა რამდენიმე უბანზე გარკვეული ხასიათის ხარვეზები დაფიქსირდა

საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ ინფორმაციით, უბნების გახსნისა და მოწყობის, ასევე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში წარიმართა.

როგორც ორგანიზაციიდან „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, რამდენიმე უბანზე გარკვეული ხასიათის ხარვეზები დაფიქსირდა, მათ შორის დაფიქსირდა დამკვირვებლისათვის უფლების შეზღუდვის 5 ფაქტი.

„დილის 07:00 საათიდან 08:00 საათამდე უბანზე შესვლის პრობლემა შეექმნათ „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლებს მარნეულის ორ (უბანი #13.22.65 და #13.22.36) და კრწანისის ორ საარჩევნო უბანზე (უბანი #01.04.19 და #01.04.25). გარკვეული დროით დამკვირვებლების უბნის გარეთ დაყოვნების შემდეგ დამკვირვებლები საარჩევნო უბანზე შეუშვეს. მარნეულის #13.22.65 უბანზე დამკვირვებელს არ უშვებდნენ დილის 07:08 წუთზე. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების განმარტებით, დამკვირვებელი საარჩევნო უბანზე 08:00 საათამდე ვერ შევიდოდა. დამკვირვებელი უბანზე 07:14 წუთზე დაუშვეს, მას შემდეგ, რაც საუბნო საარჩევნო კომისიაში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დარეკა. მარნეულის #13.22.36 უბანზე დამკვირვებელს არ უშვებდნენ დილის 07:00 საათზე, ვინაიდან კომისიის წევრებმა ვერ შეძლეს თერმომეტრის აპარატის მოხმარება. მას შემდეგ, რაც დამკვირვებელი დაეხმარა მათ აპარატის მოხმარებაში, დამკვირვებელი შეუშვეს საარჩევნო უბანზე. ახალქალაქის #18.40.61 უბანზე დამკვირვებელი არ შეუშვეს იმ არგუმენტით, რომ ის არ იყო ამ უბნის დამკვირვებელი. მრავალეროვანი საქართველოს მობილური ჯგუფის მისვლის შემდეგ დამკვირვებელი შეუშვეს უბანზე. კრწანისის #01.04.25 უბანზე დამკვირვებლები არ შეუშვეს დილის 07:00 საათზე. საუბნო საარჩევნო კომისიის განმარტებით, დამკვირვებლებს მხოლოდ 08:00 საათზე შეუშვებდნენ. საუბნო საარჩვნო კომისიამ უბნის კარები ჩაკეტა. მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელმა საარჩევნო უბანზე შესვლა დილის 08:00 საათის შემდეგ შეძლო. კრწანისის #01.04.19 უბანზე დამკვირვებელს არ უშვებნენ. საოლქო საარჩევნო კომისიიდან განხორციელებული ზარის შემდეგ მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელი საარჩევნო უბანზე შეუშვეს. მარნეულის #13.22.70 უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიამ მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელს მიუთითა, რომ საარჩევნო უბანზე გადაადგილების უფლება არ ჰქონდა და ერთი კონკრეტული ადგილიდან უნდა დაკვირვებოდა კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას. მას შემდეგ, რაც საოლქო საარჩევნო კომისიის მიუთითეს, დარღვევა აღმოიფხვრა. ასევე, დაფიქსირდა, საარჩევნო უბნის არასათანადოდ მოწყობის 4 ფაქტი. სიტყვიერი დაპირისპირების 1 ფაქტი. მარნეულის #13.22.71 უბანზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და საარჩევნო კომისიის წევრს შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.“ თავმჯდომარემ კომიის წევრს გადაღების უფლება შეუზღუდა და ხელი ჰკრა, როდესაც ის წილისყრის პროცედურის მობილური ტელეფონიდან გადაღებას ცდილობდა. დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა 1 ფაქტი. სადემონსტრაციო ოქმის არშევსების 2 ფაქტი. თერმოსკრინინგის ჩატარების წესის დარღვევის 2 ფაქტი. არაუფლებამოსილი პირის ყოფნა საარჩევნო უბანზე 1 ფაქტი.

საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვის 1 ფაქტი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს