ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვვარაუდობთ მილიონზე მეტი ხმის მობილიზებას ამ არჩევნებში

ჩვენ ვვარაუდობთ მილიონზე მეტი ხმის მობილიზებას ამ არჩევნებში,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ამ სურათს ადასტურებს 10-11 საათის მონაცემები, რომელიც მათ აქვთ.

„ჩვენ გვაქვს წინასწარი მონაცემები, ყოველ საათში ერთხელ ჩვენ შემოგვდის მონაცემები ჩვენი მხარდაჭერის თაობაზე და ეს მონაცემები, რაც გვაქვს ამ ეტაპზე ადასტურებს იმას, რა სურათიც არის ზოგადად. რეიტინგები იცით, 55 პროცენტის ზევით არის ჩვენი რეიტინგი. რაც შეეხება სხვა პარტიებს, 350 000 აქვს მაქსიმუმ „ნაცმოძრაობას" და დაახლოებით 70-80 000 იქნება ალბათ „ევროპული საქართველოს" მაჩვენებელი, ეს არის მათივე კარდაკარის მონაცემები. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას", ჩვენ ვვარაუდობთ მილიონზე მეტი ხმის მობილიზებას ამ არჩევნებში“, - განაცხადა კობახიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა