ირაკლი კობახიძე - დარღვევებთან დაკავშირებით საუბარი ყველა არჩევნებზე გვესმის, თუმცა შემდეგ არ დასტურდება, ეს ეხება თანხის დარიგებაზე ბრალდებასაც

დარღვევებთან დაკავშირებით, ასეთი საუბრები ჩვენ გვესმის ყველა არჩევნებზე, თუმცა შემდეგ არ დასტურდება ხოლმე. ამას ჩვენ მიჩვეულები ვართ, ეს ეხება თანხის დარიგებაზე ბრალდებასაც, - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც სავარაუდო „კარუსელსა“ და სხვა საარჩევნო დარღვევებს ეხებოდა.

„რაც შეეხება სიებთან დაკავშირებით ბრალდებებს, როცა პოლიტიკური პარტიები მუშაობენ საარჩევნოდ, ისინი ატარებ ე.წ. კარდაკარს, ისინ აღრიცხავენ სავარაუდო მხარდამჭერებს. ყველა პარტია აკეთებს ამას. ჩვენ ჩაგვივარდა ხელში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ კარდაკარის მონაცემები, საცერივით ჟონავს მათგან ინფორმაცია და საკუთარი მონაცემებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს დაფიქსირებული 350 ათასი მხარდაჭერი, რაც ჩვენთვის არის ოპტიმისტური პროგნოზი, ასევე „ევროპულ საქართველოს“ 80 ათასი მხარდამჭერი. კარდაკარის საფუძველზე ჩვენს აგიტატორებს აქვთ სიები და ამ სიების საფუძველძე ისინი ახდენენ ამომრჩევლის მობილიზებას. საჯაროდ მინდა ჩვენს აქტივისტებს ვუთხრა, მათ აქვთ ყველანაირი უფლება ჰქონდეთ სიები, სიების მიხედვით აღრიცხონ ამომრჩევლები და განახორციელონ ამომრჩევლის მობილიზაცია. ეს არის მათთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება. თუ სადმე ხარვეზი დაფიქსირდება, ვერ გამოვრიცხავთ ხარვეზებს 3700 უბანია, ამიტომ თუ ვინმე არღვევს კანონს და იქნება ამის მტკიცებულება, უმკაცრესად დაისჯება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ზუგდიდსა და ქუთაისში რამდენიმე უბანზე დარღვევები დაფიქსირდა, მათ შორის, სპეცსიაში მყოფმა ადამიანებმა, ხმა საარჩევნო უბანზე მისცეს და არა სპეციალური გადასატანი ყუთის საშუალებით, რის შედეგადაც მას გადასცეს კონკრეტული თანხა. ამასთან, უდუმაშვილის თქმით, კონკრეტული პირები, „ქართული ოცნების“ დავალებით, ზუგდიდის საარჩევნო უბანზე კარუსელის დატრიალებას ცდილობენ.“

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ დაინიშნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რისი ალბათობა რეალურია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვერც ერთი პარტია გადამწყვეტ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2021
ვიქტორ ყიფიანი - მოსკოვს ჰიბრიდულ-რევიზიონისტული საგარეო კურსის შესანარჩუნებლად სჭირდება ჟენევის მსგავსი ფორმატები, ძველი ან ახალი „წითელი ხაზების“ მონიშვნით საკუთარი და სხვისი ძალების მოსინჯვა
შვეიცარული პრემიუმ ბრენდი HORMETA უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში, ექსკლუზიურად PSP-ში
ვაშლის და საზამთრო-ნესვის არომატი – "სნო" ზაფხულს წყლის ახალი არომატებით იწყებს (R)
მოგზაურობა ძველ თბილისში და კულინარიული სამოთხე გურმანებისთვის - თბილისში უნიკალური სივრცე „ბაზარი“ გაიხსნა
ბინა განვადებით ლარში - „თეთრი კვადრატის“ ექსკლუზიური შეთავაზება უძრავი ქონების ბაზარზე