12:00 საათის მონაცემებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამომრჩევლის აქტივობამ 19.41% შეადგინა

12:00 საათის მონაცემებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამომრჩევლის აქტივობამ 19.41% შეადგინა. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ხმა ამ დროისთვის, 681 583 ამომრჩეველმა მისცა.

„ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთშია 28.3 % ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აჭარაში - 17,9%," განაცხადა ანა მიქელაძემ.

რაც შეეხება უკვე გამოვლენილ დარღვევებს, სადაც რეგისტრატორებმა დაარღვიეს ბიულეტენის მთლიანობა, კერძოდ, ისე მოხიეს ბიულეტენი, რომ არ იკითხებოდა კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის ნომერი, მიქელაძის განცხადებით, ეს რეგისტრატორები პროცესიდან მოიხსნა.

„ადმინისტრაციამ მოახდინა რეაგირება და აღნიშნული რეგისტრატორების ჩანაცვლება მოხდა",- განაცხადა მიქელაძემ.

იხილეთ სტატისტიკა ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა