გიორგი გაბედავა - თვითონ „ოცნების" მხარდამჭერები მოდიან და მხარდაჭერას მიფიქსირებენ

ზუგდიდში „ქართული მარშის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი გაბედავას განცხადებით, ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანთან ამომრჩევლისთვის ფულის გადაცემის ფაქტი დააფიქსირა. როგორც მან საარჩევნო უბანთან ჟურნალისტებს განუცხადა, „არჩევნების გაყალბება ხდება".

„დარღვევა აქ მე თვითონ დავაფიქსირე. 4-მა ქალბატონმა, რომლებიც სიებით გარეთ იდგნენ, უბნიდან გამოსული ადამიანები მანქანაში ჩასვეს და რაღაც გადასცეს. ეს რაღაცა ჩემი ვარაუდით თანხა იყო. მე კუპიურა არ მინახავს, რამდენი იყო, მაგრამ თანხა რომ იყო ეს, ფაქტია.

მივედი, ჩარვთე „ლაივი", თუმცა როგორც კი გადაღება დავიწყე მანქანა ცალკე წავიდა, ხოლო ის 4 ქალბატონი ცალკე. ეს, მხოლოდ აქ, ამ უბანზე არ ხდება, ეს ყველგან ხდება.

გაყალბება მიდის ჩვეულებრივად. ე.წ კარუსელებია სოფლებში. „ქართული ოცნება" ძალიან მაგრად მუშაობს. ჩვენ ვიცით მათი მდგომარეობა, მათ ზუგდიდში ძალიან ცუდი სიტუაცია აქვთ. თვითონ „ოცნების" მხარდამჭერები მოდიან და მხარდაჭერას მიფიქსირებენ“, - განაცხადა გაბედავამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის