კახა კახიშვილი - ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს, მათ შორის აშშ-ში, ყველა პარტიას ჰყავს საკუთარი მხარდამჭერები, რომელიც მობილიზაცია ხდება კენჭისყრის დღეს

“ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს, მათ შორის აშშ-ში, ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰყავს საკუთარი მხარდამჭერები, რომელიც მობილიზაცია ხდება კენჭისყრის დღეს. აბსოლუტურად არანაირი დარღვევა არ არის ეს”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კახი კახიშვილმა ისნის რაიონის 39-ე საარჩევნო უბანზე განაცხადა, რითაც უპასუხს ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რატომ არიან მმართველი პარტიის მხარდამჭერები ამომრჩევლების სიებით მობილიზებული.

კახიშვილის თქმით, 39-ე უბანზე პროვოკაციებს ჰქონდა ადგილი.

“ზოგიერთი ჟურნალისტი მოდიოდა პროვოკაციებზე, უსაფუძვლოდ უშვებდნენ ინფორმაციებს ტელევიზიებში, თითქოს ვიღაცა ჩვენ გამო ფულს არიგებს. როდესაც ვიკითხე, კადრები გაქვთ-მეთქი, მიპასუხეს, რომ არა, საფუძვლიანი ეჭვი მქონდაო. ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს, მათ შორის აშშ-ში, ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰყავს საკუთარი მხარდამჭერები, რომლის მობილიზაცია ხდება კენჭისყრის დღეს. აბსოლუტურად არანაირი დარღვევა არ არის ეს. ამაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ვერ ხედავენ იმას, რომ უბნიდან ახლოს გაკრულია ჩვენი ოპონენტების სააგიტაციო მასალა. ეს რომ ჩვენ გაგვეკეთებინა, წარმოგიდგენიათ რა დღეში იქნებოდნენ? სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთი სიების ქონა არ არის კანონის დარღვევა. მე ამას ვიძახი ყველას თანდასწრებით”,- განაცხადა კახიშვილმა.

ამასთან, ამავე უბანზე მცირე სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. ერთმანეთს დაუპირისპირენენ “ქართული ოცნების” და “სტრატეგია აღმაშენებლის” მხარდამჭერები. დაპირისპირების მიზეზი გახდა სიები, რომლებიც პარტიების აქტივისტებს ჰქონდათ. სიებში აღრიცხული იყო პარტიების ამომჩეველთა სახელი და გვარები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს