შალვა შავგულიძე - ხმა მივეცი იმ გუნდს, რომელსაც შესწევს ძალა მოახდინოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის საჭირო გარდამტეხი ცვლილებები

ხმა მივეცი იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც შედგება პროგრესული, მკაფიოდ დასავლეთზე ორიენტირებული, კვალიფიციური ადამიანებისაგან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ მთაწმინდისა და კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ განაცხადა.

შავგულიძემ აღნიშნა, რომ მან მხარი დაუჭირა გუნდს, რომელსაც აქვს ამბიცია და შესწევს ძალა, რომ ქვეყანაში მოახდინოს გარდამტეხი ცვლილებები.

„ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის დამარცხება დღეს შეუძლია მხოლოდ საქართველოს დასავლური ოპოზიციის იმ მრავალპარტიულ გაერთიანებას, რომელმაც ხელი მოაწერა შეთანხმებას ივანიშვილის ხელისუფლებისათვის არანაირ ვითარებაში კოალიციის არშექმნის თაობაზე და მანამდე შეთანხმდნენ მაჟორიტარულ ოლქებში საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე. მე ხმა მივეცი სწორედ ოპოზიციის მიერ შეთანხმებულ საერთო მაჟორიტარობის კანდიდატს საბურთალოს საარჩევნო ოლქში, ხოლო რაც შეეხება პროპორციულ ნაწილში, ხმა მივეცი იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც შედგება პროგრესული, მკაფიოდ დასავლეთზე ორიენტირებული, კვალიფიციური ადამიანებისაგან, რომელთაც აქვთ ამბიცია და შესწევთ ძალა, რომ სხვა დასავლურ პოლიტიკურ ძალებთან ერთად მოახდინონ ქვეყნის დემოკრატიულობისთის საჭირო გარდამტეხი ცვლილებები“, - განაცხადა შავგულიძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას "ევროპული საქართველოს" პრესსამსახური ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო