რუსეთის საგარეო უწყება - რუსეთი ერევანს ყველა საჭირო დახმარებას გაუწევს, თუ ბრძოლები სომხეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს

რუსეთი ერევანს ყველა საჭირო დახმარებას გაუწევს, თუ ბრძოლები სომხეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ამ ხელშეკრულების მთელი რიგი მუხლები ითვალისწინებს კონკრეტულ ქმედებებს შეიარაღებული თავდასხმის საფრთხის ან აგრესიის შემთხვევაში ერთმანეთის ტერიტორიის წინააღმდეგ,”- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისათის, სომხეთის პრემიერ- მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც ფაშინიანი პუტინს „დაუყოვნებლივი კონსულტაციების“ გამართვას სთხოვდა იმ დახმარების ტიპისა და მოცულობის შესახებ, რომელიც, შესაძლოა რუსეთმა სომხეთს აღმოუჩინოს 1997 წლის 29 აგვისტოს გაფორმებული მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების საფუძველზე.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა