კახა კალაძე - ქვეყნის მასშტაბით ხმის პროცესი მშვიდად მიმდინარეობს, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილია თავისუფალი საარჩევნო გარემო

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის შეფასებით, ქვეყნის მასშტაბით ხმის პროცესი მშვიდად მიმდინარეობს, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილია თავისუფალი საარჩევნო გარემო და ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა, თავიანთი პოლიტიკური არჩევანი დააფიქსირონ.

მიმდინარე საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით კალაძემ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა და როგორც განაცხადა, „რიგ მედიასაშუალებებს აქვთ საერთო სურათის დამახინჯების და საზოგადოებაში დაძაბულობის განცდის დანერგვის სურვილი და მცდელობა“.

„ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ამ დროისთვის, 14:00 საათის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო პროცესი წარიმართა და მიმდინარეობს სრულიად მშვიდ და თავისუფალ გარემოში. დილიდან, სულ რამდენიმე უბანზე იყო გარკვეული პირების მხრიდან დაძაბულობის კერების შექმნის და საარჩევნო პროცესის შეფერხების მცდელობა - ჩვენ ამაზე წინასწარ ვისაუბრეთ, რომ ეს მოსალოდნელი იყო კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მხრიდან, ირაკლი კობახიძემ რამდენჯერმე ბრიფინგი მიუძღვნა ამ ინფორმაციას. ეს ქმედებები რა თქმა უნდა დასტურდება, თუმცა ცალკეული ინციდენტების მიუხედავად, ეს პირები და ჯგუფები საკუთარ მიზნებს ვერ აღწევენ და რა თქმა უნდა ვერც მომავალში მიაღწევენ. ცალკე და ხაზგასმით აღსანიშნავია ჩვენი მოქალაქეების მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რაც გამოიხატება მაღალ აქტივობაში. ეს ნამდვილად მისასალმებელი ფაქტია, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ მოქალაქეს და თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს. ამ მაღალ აქტივობაში, რა თქმა უნდა, ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად, განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ჩვენი პარტიის წევრებს, ჩვენს აგიტატორებს, რომლებსაც ასევე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა