კახა კალაძე - დილიდან რამდენიმე უბანზე იყო გარკვეული პირების მხრიდან დაძაბულობის კერების და საარჩევნო პროცესის შეფერხების მცდელობა

ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს სრულიად მშვიდ და თავისუფალ გარემოში,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ზოგიერთ უბანზე იყო დაძაბულობის კერების შექმნის მცდელობა, თუმცა, ამის მიუხედავად, კონკრეტული პირები და ჯგუფები საკუთარ მიზნებს ვერ აღწევენ და ვერც მომავალში მიაღწევენ.

"ქვეყნის მასშტაბით ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს მშვიდად. სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილია თავისუფალი საარჩევნო გარემო და ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა დააფიქსირონ თავიანთი პოლიტიკური არჩევანი. სამწუხაროდ, რიგ მედიასაშუალებებს აქვთ საერთო სურათის დამახინჯების და საზოგადოებაში დაძაბულობის განცდის დანერგვის სურვილი და მცდელობა. ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ამ დროისთვის, 14 საათისთვის, ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს სრულიად მშვიდ და თავისუფალ გარემოში. დილიდან, რამდენიმე უბანზე იყო გარკვეული პირების მხრიდან დაძაბულობის კერების და საარჩევნო პროცესის შეფერხების მცდელობა, ჩვენ ამაზე წინასწარ ვისაუბრეთ, რომ ეს იყო მოსალოდნელი კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მხრიდან, ირაკლი კობახიძემ რამდენჯერმე ბრიფინგი მიუძღვნა ამ ინფორმაციას, ეს ქმედებები, რა თქმა უნდა, დასტურდება, თუმცა, ცალკეული ინციდენტების მიუხედავად, ეს პირები და ჯგუფები საკუთარ მიზნებს ვერ აღწევენ და ვერც მომავალში მიაღწევენ, რა თქმა უნდა",- განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა