ნინო ბურჯანაძე - ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს, გააყალბოს არჩევნები

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს, გააყალბოს არჩევნები“, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა მათ, ვინც საარჩევნო უბნებზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირეს.

„ასევე მინდა მოვუწოდო დანარჩენ მოქალაქეებს, რომ მიბრძანდით, გააკეთეთ თქვენი არჩევანი, აუცილებლად მიიღეთ თქვენი გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე, თუ როგორ თვლით, ვინ არის ის პოლიტიკოსი, ის ძალა, ვისაც აქვს ძალა და გამოცდილება, რომ ქვეყანა გამოიყვანოს იმ მძიმე კრიზისიდან, რომელშიც ვიმყოფებით. ნუ დავივიწყებთ, რომ კიდევ უფრო მძიმე კრიზისი და გამოწვევები გვაქვს წინ. განსაკუთრებით მინდა გავამხნევო ჩვენი ამომრჩეველი, ვინც ხმას ჩვენ, „ერთიან საქართველოს“ გვაძლევს და ვისაც აქვს რწმენა იმისა, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად ჩვენ გვაქვს ძალა და გამოცდილება. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს, გააყალბოს არჩევნები. აუცილებლად გამოიყენებს იმ ბიულეტენებს, რომელიც თქვენს მიერ არ იქნება გამოყენებული, ამიტომ აქტივობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მანვე ისაუბრა საარჩევნო პროცესში შესაძლო კანონდარღვევების შესახებ, რაც, როგორც „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა აღნიშნა, გადაგზავნილია ხმების დაცვის ოპოზიციურ შტაბში.

„მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ფაქტია, „ქართული ოცნების“ მომხრეები, კოორდინატორები, სუს-ის და პოლიციის ცალკეული წარმომადგენლები ძალიან დიდი აგრესიით გამოირჩევიან უბნებზე. მაგალითად: საბურთალოზე 87-ე უბანზე ჩვენი თბილისის შტაბის ხელმძღვანელს, ოთარ თავართქილაძეს, რომელიც „ერთიანი საქართველოს“ საარჩევნო სიაში მეოთხე ნომერია, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე, ჰქონდათ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მცდელობა, უბრალოდ, ასე ადვილი არ არის, ამ ადამიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენო. მას არ აძლევდნენ საშუალებას, გაეპროტესტებინა ის დარღვევა, რომელიც ნახა და პრაქტიკულად, იყო დიდი ხელჩართული ბრძოლა იმასთან დაკავშირებით, რომ უბანზე დაფიქსირებულიყო არსებული დარღვევა. ასევე, ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე უბანზე, განსაკუთრებით მთაწმინდაზე, ერთი და იგივე ამომრჩეველი ორჯერ აძლევს ხმას. არ არის მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ თუნდაც რამდენიმე წამით, რაც აუცილებელია, ამომრჩეველმა პირბადე მოიხსნას და სახე აჩვენოს, შესაბამისად, ერთი და იგივე ამომრჩეველი შედის და აძლევს ხმას“, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა