„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ხაზარაძემ, რომელსაც კორონავირუსი აქვს, კენჭისყრაში მონაწილეობა გადასატანი ყუთის საშუალებით მიიღო.
ორი დღის წინ, ინფორმაცია გავრცელდა, რომ ხაზარაძე კლინიკას 30 ოქტომბერს დატოვებდა, მაგრამ ეს პროგნოზი არ გამართლდა. ამ ეტაპზე , „ლელოს“ თავმჯდომარე მკურნალობას განაგრძობს.
მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი 18 ოქტომბერს დაუდგინდა.