გოგი წულაია -არჩევნების ჩატარების პროცესებში ძველი ბიჭებისა და კოორდინატორების ჩარევის დრო უნდა დამთავდეს

„არჩევნების ჩატარების პროცესებში ძველი ბიჭებისა და კოორდინატორების ჩარევის დრო უნდა დამთავდეს. ეს არის ბოლო არჩევნები, როდესაც ამ კატეგორიის ადამიანები ჯერ კიდევ აქტიურობენ საარჩევნო უბნებთან, თუმცა საზოგადოება, მათაც და მათივე პატრონებს საკადრის პასუხს გასცემს“, - ასე გამოეხმაურა 31 ოქტომბრის არჩევნებში განვითარებულ მოვლენებს „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გოგი წულაია.

მისივე თქმით, იმედის მომცემია არჩევნებში-ამომრჩევლების მაღალი აქტიურობა.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოება პოლიტიკურად გაიზარდა. ხალხი საკუთარ ძალას მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ხედავს. სწორედ ეს ძალა და აჩევანი იქნება ქვეყნის ხვალინდელი დღის გარანტი, რომელმაც ქვეყანა, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ჩიხიდან უნდა გამოიყვანოს.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მაქსიმალური აქტიურობისკენ. 31 ოქტომბრის არჩევნები, 1 ნოემბერს, უკვე ისტორიული გამარჯვების დღედ უნდა ჩაიწეროს“,- განაცხადა იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი წულაიამ.

ინფორმაციას „თავისუფალი საქართველო“ ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს