თენგო თევზაძე - ირაკლი კობახიძის განცხადება წაახალისებს უბნებზე ჩვენი დამკვირვებლების მიმართ ძალადობას

პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება წარმოადგენს „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის სადამკვირვებლო მისიაზე მიზანმიმართულ თავდასხმას, რაც წაახალისებს უბნებზე ჩვენი დამკვირვებლების მიმართ ძალადობას, - ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თენგო თევზაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, უკვე დაფიქსირდა ორგანიზაციის დამკვირვებლებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის არაერთი ფაქტი. მათ არ ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია საარჩევნო უბნებზე, ასევე გადაადგილების პრობლემა აქვთ დამკვირვებლების მობილურ ჯგუფებს.

„საგულისხმოა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. საარჩევნო პროცესების ეპიცენტრმა საარჩევნო უბნებიდან უკვე გადაინაცვლა კომისიების შენობების მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც ხდება მოქალაქეთა მობილიზება და ადამიანების თავისუფალ ნებაზე ზემოქმედება. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ფაქტები კანონით არ არის აკრძალული, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას და შესაბამის უწყებებს, უბნებზე უზრუნველყონ მშვიდი გარემო,“- აღნიშნა თევზაძემ, რომლის განცხადებას „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ ავრცელებს.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების დღეს დაგეგმილი დესტრუქციული ქმედებების ნაწილი უკვე დადასტურდა. როგორც კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინზე განაცხადა, ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულმა წევრებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით უარი თქვეს საარჩევნო კომისიებში ფუნქციების გასანაწილებელ კენჭისყრებში მონაწილეობაზე.

მისივე თქმით, შეინიშნება „ნაცმოძრაობის“ ფეიკ-სადამკვირვებლო ორგანიზაციების დესტრუქციული ქმედებები, რომელთაგან “პლატფორმა 2020“ გამოირჩევა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო