სერგი კაპანაძე - მმართველი პარტია ჯერჯერობით 40%-ს ვერ ლახავს, მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის მოსვლა, რათა პირველ ტურში ჩაცემენტდეს „ოცნების“ მარცხი

მმართველი პარტია ამ მონაცემებით, ჯერჯერობით, 40%-ს ვერ ლახავს, ამიტომ მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის მოსვლა იმისთვის, რომ საბოლოოდ ჩაცემენტდეს „ქართლი ოცნების“ მარცხი პირველ ტურში,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის უფროსმა სერგი კაპანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ამ დროისთვის დაფიქსირებულ დარღვევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გამოიკვეთა ისეთი შემთხვევები, როდესაც რეგისტრატორები ბიულეტენს შეგნებულად არ ურტყამენ უკანა მხარეს ბეჭედს.

კაპანაძის განმარტებით, ბიულეტენები, რომლებსაც უკანა მხარეს ბეჭედი და რეგისტრატორის ხელმოწერა არ აქვს, დათვლის დროს ბათილად იცნობა.

„გვაქვს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც რეგისტრატორები, როგორც ჩანს, შეგნებულად არ ურტყამენ ბიულეტენებზე უკანა მხარეს ბეჭედს. ყველამ ვიცით, რომ ბიულეტენი, რომელზეც უკანა მხარეს ბეჭედი არ არის დასმული და ხელმოწერა არ არის რეგისტრატორის მხრიდან, მერე არის ბათილი. როგორც ჩანს, იციან „ქართული ოცნების“ კომისიის წევრებმა და რეგისტრატორებმა თუ ვინ არის ოპოზიციის მხარდამჭერი და მათ არ ურტყამენ ბეჭედს. რამდენიმე უბნიდან გვაქვს ასეთი შემთხვევები. გორში, მთაწმინდასა და მარნეულში გვაქვს შემთხვევა, როდესაც „ოცნების“ აგიტატორები დგანან სიებით და აღრიცხავენ, რომელ უბანზე ვინ არის მისული ანუ ახდენენ გავლენას ამომრჩევლის ნებაზე. ასეთი შემთხვევები ბევრია. ამასთანავე, ერთ-ერთი სერიოზული დარღვევაა, რომელზეც მთელი დღის განმავლობაში ვსაუბრობთ, როდესაც ხდება ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევა და ამომრჩეველზე ზეწოლა, მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა ვანში, როდესაც საარჩევნო კაბინასთან ამომრჩეველს კარნახობენ პირდაპირ თუ ვინ უნდა შემოხაზოს. ეს არის მასალების მცირე ნაწილი, რომელიც გვაქვს,“- განაცხადა კაპანაძემ.

მან ამომრჩეველს საარჩევნო უბენის დახურვამდე მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდა, რათა „გამარჯვების განმტკიცება პირველსავე ტურში მოხდეს“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს