“ნაცმოძრაობის” წევრი მარიკა დათუკიშვილი - ისნის 78-ე უბანზე მომაყენეს შეურაცხყოფა, ეს ადამიანი იწევდა ჩემზე, შეურაცხადი, არაფხიზელ მდგომარეობაში იყო

ისნის რაიონის 78-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა. თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, მარიკა დათუკიშვილის განცხადებით, მას “ქართული ოცნების” წევრმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

“ადამიანმა მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობა ჰქონდა და იწევდა ჩემზე, ვიღაცა ჩაუდგა შუაში. ეს ადამიანი იყო დუჟმორეული, შეურაცხადი, არაფხიზელ მდგომარეობაში”,- განაცხადა დათუკიშვილმა.

ადგილზე ასევე იმყოფებიან “ნაციონალური მოძრაობის” ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე და ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, მომხდარ ინციდენტს ისინი პოლიციაში გაასაჩივრებენ.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა ასევე რატი იონათამიშვილი.

“ჩვენ ვატყობთ, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები წერტილოვნად ირჩევენ უბნებს და რადგან არსად არ ხდება ესკალაცია და ყველგან ყველაფერი მშვიდად მიმდინარეობს, ამიტომ ეს პროცესი არ სიამოვნებთ და სხვადასხვა უბნებზე, სადაც ატყობენ, რომ კიდევ უფრო ცუდად აქვთ საქმე, ვიდრე სხვაგან, ცდილობენ, რომ ვიღაც გამოიწვიონ”,- განაცხადა იონათამიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა