ცესკო-ს სპიკერის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე, კენჭისყრის შენობაში, არ ფიქსირდება ფაქტი, რომ ამომრჩევლებს ხმების მიღების სანაცვლოდ თანხებს უხდიან

ცესკო-ს სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე, კენჭისყრის შენობაში, არ ფიქსირდება ფაქტი, რომ ამომრჩევლებს ხმების მიღების სანაცვლოდ თანხებს უხდიან. როგორც მიქელაძემ ბრიფინგზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა,

აღნიშნულს ფაქტებით დადასტურება სჭირდება.

„საარჩევნო უბნებზე, კენჭისყრის შენობაში, მსგავსი ფაქტები არ დაფიქსირებულა. ეს სცილდება საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას",- განაცხადა მიქელაძემ.

რაც შეეხება უბნების ნაწილის გარე პერიმეტრზე ჩხუბს, როგორც მიქელაძე ამბობს, აღნიშნულს საარჩევნო ადმინისტრაცია ვერ და არ შეაფასებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს