ცესკოს სპიკერის განცხადებით, 15:00 საათის მდგომარეობით, საოლქო კომისიებში 90 საჩივარია შესული

ცესკოს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, 15:00 საათის მდგომარეობით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 90 საჩივარია შესული.

როგორც მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, საჩივრები ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს ეხება.

„საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში არის შესული 90 საჩივარი, რომელიც ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს, მაგალითისთვის, ეს არის წილისყრის პროცედურების დარღვევა, საკონტროლო ფურცლის არასწორი შევსება, სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოების წესების დარღვევა და სხვა ტიპის ხარვეზები. თითოეულ საჩივარს კანონით დადგენილ ვადებში საოლქო საარჩევნო კომისიები შეისწავლიან და მოახდენენ შესაბამის რეაგირებას“, - განაცხადა მიქელაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს