ირაკლი კობახიძე - რაც მეტი ამომრჩეველი მოვა, მით ნაკლები გუბაზ სანიკიძე, სალომე სამადაშვილი, ნატო ჩხეიძე იქნება პარლამენტში, აღარაფერს ვამბობ ნიკა მელიასა და მსგავს „ზონდერებზე“

რაც მეტი ამომრჩეველი მოვა დღეს არჩევნებზე, მით ნაკლები გუბაზ სანიკიძე, სალომე სამადაშვილი, ნატო ჩხეიძე იქნება პარლამენტში, აღარაფერს ვამბობ ნიკა მელიასა და მსგავს „ზონდერებზე“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების" ოფისში, ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქართულ ოცნებას 100 დეპუტატი ეყოლება მომავალ პარლამენტში, თუმცა, მათ აქვთ სხვა ამოცანაც.

„კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა ჩვენს ამომრჩეველს, რომ თითოეული ხმა არის მნიშვნელოვანი. ერთია, რომ ჩვენ დამაჯერებლად ავიღებთ აბსოლუტურ უმრავლესობას საქართველოს პარლამენტში, 100- მდე ხმა არის აბსოლუტურად რეალური, მაგრამ მეორე ამოცანაც გვაქვს ჩვენ - ჩვენს საზოგადოებას არ მოსწონს ის, რომ კრიმინალები ჯერ კიდევ არიან პარლამენტში. რაც მეტი ამომრჩეველი მოვა დღეს არჩევნებზე, მით ნაკლები გუბაზ სანიკიძე, სალომე სამადაშვილი, ნატო ჩხეიძე და ა.შ. იქნება პარლამენტში, აღარაფერს ვამბობ ნიკა მელიასა და მსგავს „ზონდერებზე“. რაც უფრო აქტიური იქნება ამომრჩეველი, მით ნაკლები „ზონდერნაციონალი“ შევა საქართველოს პარლამენტში. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ,"- განაცხადა კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს