Reuters - თბილისის საარჩევნო უბნებთან დიდი რიგები დგას, ამომრჩევლებს პირბადეები უკეთიათ

საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს Reuters-ი ეხმიანება. სააგენტო წერს, რომ გამოკითხვების უმრავლესობის თანახმად, არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული პარტია, „ქართული ოცნება“ ლიდერობს, თუმცა გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ის ერთპარტიული მთავრობის შესაქმნელად საჭირო 40% –ზე მეტი ხმების მოპოვებას.

„გამოკითხვების თანახმად, 150-კაციან პარლამენტში 30 მაჟორიტარული ადგილის განაწილებამ შეიძლება გადამწყვეტი როლი შეასრულოს და მომავალ პარლამენტში უფრო მრავალფეროვანი ხმების წარმოდგენა უზრუნველყოს. ეს ადგილები ივსება საარჩევნო ოლქებში ცალკეული კანდიდატებისთვის ხმის მიცემის გზით პარტიული სიებისგან განსხვავებით, რომლებიც დარჩენილი 120 ადგილისთვის გამოიყენება“, - წერს Reuters-ი.

სააგენტო ხაზს უსვამს, რომ საზოგადოების ნაწილი ხელისუფლებას ეკონომიკის არასწორად მართვაში, შერჩევით სამართალსა და დემოკრატიული სტანდარტების არასათანადოდ დაცვაში ადანაშაულებს.

„ბევრი ქართველი ქვეყნის მთავრობას ეკონომიკის არასწორად მართვაში, შერჩევით სამართალში, სუსტი საგარეო პოლიტიკის წარმოებასა და დემოკრატიული სტანდარტების კუთხით ჩამორჩენილობაში, მათ შორის საპროტესტო აქციების სასტიკ დარბევაში, ადანაშაულებს. კრიტიკოსები ივანიშვილს, რომელსაც მთავრობაში არანაირი თანამდებობა არ უკავია, ქვეყნის კულისებიდან მართვაში ადანაშაულებენ,“- წერს Reuters-ი.

სააგენტოს სტატიაში აღნიშნულია, რომ როგორც მთავრობას, ისე ოპოზიციას სურს, საქართველო ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანდეს, მაგრამ ან ნაბიჯს მოსკოვიდან წინააღმდეგობა შეხვდება. „ქართული ოცნება რუსეთთან მჭიდრო კავშირების დამყარების მიმართ კეთილგანწყობილია“,- წერს Reuters-ი.

Reuters-ი საკუთარ კორესპონდენტებზე დაყრდნობით იუწყება, რომ თბილისის ცენტრალური ნაწილის საარჩევნო უბნებთან დიდი რიგები დგას და ამომრჩევლებს პირბადეები უკეთიათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო