სალომე სამადაშვილი გლდანში დაპირისპირებაზე - ეს არის ხელისუფლების პანიკა არჩევნების წაგების მოლოდინში

გლდანში, 179-ე საარჩევნო უბანზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, სალომე სამადაშვილი მივიდა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება არჩევნების წაგების მოლოდინში პანიკაშია.

„ეს არის პანიკა არჩევნების წაგების მოლოდინში. შემიძლია მივმართო ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, შეეგუონ გარდაუვალ მარცხს. წაგებულია ეს არჩევნები, თქვენ უკვე წააგეთ და სახეს ნუ დაკარგავთ. მთელი მსოფლიოს წინაშე საკუთარ ქვეყნას ნუ მოჭრით თავს“, - მიმართა სამადაშვილმა ხელისუფლებას.

ცნობისთვის, გლდანის #179 უბანთან „ქართული ოცნების” მხარდამჭერები და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სიტუაციის განმხუტვის მიზნით დაპირისპირებაში სამართალდამცავებიც ჩაერთვნენ, თუმცა, აქტივისტები მათაც დაუპირისპირდნენ.

ერთ-ერთმა აქტივისტმა პოლიციელს წყალიც შეასხა. ისინი ასევე ხელს უშლიდნენ პოლიციელებს სავარაუდო სამართალდამღვევების დაკავებაში. დაკავებულია რამდენიმე პირი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა