ლევან ხაბეიშვილი - “ოცნებას” საარჩევნო უბნებზე კრიმინალური ელემენტები ჰყავს მობილიზებული - მეგობრებო, მობრძანდით არჩევნებზე, შევცვალოთ კრიმინალური ოცნება

“ნაციონალური მოძრაობის” სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, “ქართულ ოცნებას” საარჩევნო უბნებზე “კრიმინალური ელემენტები” ჰყავს მობილიზებული. მისივე თქმით, საარჩევნო უბნებზე “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ხაბეიშვილის შეფასებით, “სახელმწიფო ფაქტობრივად, ჩამოშლილია”.

„39-ე უბანზე ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთ-ერთ ჩვენს დამკვირვებელს, ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთ-ერთ გოგონას, რომელიც იღებდა თანხის გადაცემის პროცესს. იგივე მოხდა 49-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ასევე ჩვენს დამკვირვებელს დაესხნენ თავს. სამწუხარო რეალობაა, რომ მოკრიმინალო ელემენტები ჰყავს მობილიზებული „ქართულ ოცნებას” და ამასობაში, სახელმწიფო ფაქტობრივად, ჩამოშლილია. უმძიმესია უყურო პოლიციელებს, რომლებიც ვერ რეაგირებენ, ვიდრე რამდენიმე უფროსთან არ გადარეკავენ. რაც შეეხება კონკრეტულ დარღვევებს, იწერება საჩივრები ინ კონკრეტულ უბნებზე, სადაც ეს ხდება. ჩემი ინფორმაციით, გლდანში, საარჩევნო უბანზე მოხდა გასროლა ერთ-ერთი დამკვირვებლის მისამართით. ამ დრომდე ზუსტ ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია რაც ხდება, კრიმინალური ბანდფორმირებები ჰყავთ მობილიზებული და მათი უმრავლესობა ნარკოლოგიური თრობის ქვეშ იმყოფება. რაც შეეხება გლდანში სიტუაციას, რამდენიმე საათია დარჩენილი არჩევნების დასრულებამდე და ცდილობენ, რომ მოქალაქეები ვინც ამ დრომდე არ მისულან საარჩევნო უბნებზე, აღარ მივიდნენ”,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

მან ამომრჩევლებს არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდა.

“ასევე ვნახეთ, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, სადაც შს მინისტრი გომელაური ცხოვრობს, როგორ იყვნენ მობილიზებული თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები. ყოველ შემთხვევაში, ერთის იდენტიფიცირება ნამდვილად მოვახერხეთ, რომელიც მთელი დღის განმავლობაში იყო იქ და აგიტაციას ეწეოდა. ამ კაცს ერქვა გურგენა. მინდა მოვიკითხო გურგენა და ვუთხრა, რომ თავდაცვის სამინისტროში არაფერი ესაქმება დღევანდელი დღის შემდეგ. ვწუხვარ, რომ გურგენების იმედზეა სახელმწიფოს თავდაცვა. მეგობრებო, მობრძანდით არჩევნებზე - შევცვალოთ კრიმინალური ოცნება”,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო