მამუკა ხაზარაძე - ბოლო სამი საათი მობილიზებული უნდა ვიყოთ, რათა დავიცვათ თითოეული ჩვენი ხმა

ბოლო სამი საათი მობილიზებული უნდა ვიყოთ, რათა დავიცვათ თითოეული ჩვენი ხმა, არავის არ უნდა მივცეთ უფლება, ჩვენი არჩევანი ვინმემ წაგვართვას, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოება მხოლოდ სიმშვიდით აჯობებს იმ ქაოსსა და ჭაობს, რომელსაც „ქართულ ოცნება“ თავზე ახვევს.

„დღევანდელი არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტოა. ეს არჩევნებია წარსულსა და მომავალს შორის, ჭაობსა და განვითარებას შორის, ეს არჩევნებია ჩვენი მომავალი თაობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ჩვენთაგანი, ყველა ჩვენი მხარდამჭერი საარჩევნო უბანზე მეგობართან, ნათესავთან, ოჯახის წევრთან ერთად გამოცხადდეს, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება ბოლომდე მივიყვანოთ. ჩვენ ბოლო სამი საათი მობილიზებული უნდა ვიყოთ, რათა დავიცვათ თითოეული ჩვენი ხმა, არ უნდა მივცეთ არავის უფლება ჩვენი არჩევანი ვინმემ წაგვართვას. ამავე დროს, მინდა სიმშვიდისკენ მოგიწოდოთ, რადგან მხოლოდ სიმშვიდით ვაჯობებთ იმ ქაოსს, იმ ჭაობს, რომელსაც „ქართულ ოცნებას“ თავზე გვახვევს“, - განაცხადა ხაზარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა