საბა ბუაძე - ხმა მივეცი ახალ ძალას და ქართულ პოლიტიკაში ახალი იმედის გაჩენას

„ლელოს“ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საბა ბუაძემ საკუთარი არჩევანი გააკეთა და მისი განცხადებით, ხმა ქართულ პოლიტიკაში ახალი მრავალფეროვანი პარტიის გამოჩენასა და ორპოლუსიანობის დასრულებას მისცა.

„ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ბუაძემ თავისი არჩევანი, საკუთარ ოლქში დააფიქსირა.

„ხმა მივეცი ორპოლუსიანობის დასრულებას და პოლიტიკაში იმ მრავალფეროვნების შემოსვლას რასაც „ლელო“ ჰქვია. დღეს საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება გულანთებული ახალგაზრდა ადამიანების გუნდი, ასეთი გუნდი კი „ლელოა“. მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ვინც ჯერ არ წასულა არჩევნებზე, აუცილებლად მივიდნენ, რადგან არცერთი ხმა არ უნდა დაიკარგოს. ყველა ხმა არის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი,“- განაცხადა ბუაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს