კახა კალაძე - ნიკა მელია არის კრიმინალი და ირგვლივ შემოკრებილი ჰყავს კრიმინალური ავტორიტეტები - პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა ამ კრიმინალებს ეკისრებათ

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე „ძალიან დიდ ტყუილს“ უწოდებს გლდანში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას ინფორმაციას, რომლის მიხედვით, „კალაძის ბავშვობის მეგობარმა დათო კვიჟინაძემ დამკვირვებლებს საბრძოლო მოქმედებაში მოყვანილი იარაღი დაუმიზნა“.

ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ გლდანი მისი მეორე სახლია, ჰყავს ბევრი მეგობარი, რომლებიც „ქართული ოცნების“ გულშემატკივარი არიან.

ნიკა მელია არის კრიმინალი და ირგვლივ შემოკრებილი ჰყავს კრიმინალური ავტორიტეტები. კონკრეტულად დავასახელე - მეტსახელად „ჭყიპინა“. მთელი დღის განმავლობაში არაერთი ვიდეო-მასალა გავრცელდა, როგორ აშინებდა ეს ადამიანი ამომრჩეველს. პროვოკაცია რომ მოხდა, პასუხისმგებლობა ამ კრიმინალებს ეკისრებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძემ „ნაციონალურ მოძრაობას“ დესტრუქციული პოლიტიკური ძალა უწოდა, რომელსაც მისივე აზრით, “დღეს საღამოს, 8-საათზე ქვეყნის მოსახლეობა დაასრულებს“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო