გიორგი ვაშაძე - გთხოვთ, არავინ შეგაშინოთ, სპეციალურად აკეთებენ ამ დაძაბულობას, რომ ზოგიერთი შეშინდეს და არ მივიდეს  საარჩევნო უბანზე

"სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, არჩევნები გაუგონარი ძალადობის, ფიზიკური დაპირისპირების, მოსყიდვებისა და ზონდერული ჯგუფების მობილიზების ფონზე მიმდინარეობს. ვაშაძის თქმით, ამ ეტაპზე მოპოვებული ყველა ინფორმაციით და სრული დამაჯერებლობით არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს და ეს დღის ბოლოს აუცილებლად დაფიქსირდება.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციელებს კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვისაკენ მოუწოდებს.

„გაუგონარი ძალადობის და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მოსყიდვა, დაპირისპირება, ზონდერ ჯგუფების მობილიზება ეს არის რეალობა, რაც ახლა ხდება, მე მინდა თითოეულ ამომრჩეველს მოვუწოდო, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ძალიან გთხოვთ ყველანი მოდით საარჩევნო უბნებზე, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს იმისთვის, რომ ყველამ გამოხატოს საკუთარი პოზიცია, ეს დღე არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ამომრჩეველმა, საქართველოს მოქალაქეებმა გადაწყვიტონ ვინ იმარჯვებს არჩევნებში და არა მოძალადეებმა, არა ზონდერ ბრიგადებმა, არა კრიმინალურმა დაჯგუფებებმა, არა ფულმა, მოსყიდვამ, რომელსაც ტოტალურად აქვს ადგილი აბსოლუტურად ყველგან. ყველა ინფორმაციით და სრული დამაჯრებლობით ოპოზიცია იმარჯვებს ამ არჩევნებში და ეს აუცილებლად დაფიქსირდება საარჩევნო დღის ბოლოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მთავარი ახლა არის ამომრჩევლის აქტივობა, ძალიან გთხოვთ არავინ შეგაშინოთ, სპეციალურად აკეთებენ ამ დაძაბულობებს, რომ ზოგიერთი შეშინდეს და არ მივიდეს საარჩევნო უბანზე.

არავინ შეგაშინოთ აბსოლუტური უმრავლესობა უბანზე სრულიად უზრუნველყოფილია ჩვენი მხარდამჭერებით, დამკვირვებლების მიერ მშვიდობიანი გარემო და ვერავინ ვერ გააკონტროლებს თქვენი ხმის მიცემის პროცესს. რაც შეეხება მასობრივ მოსყიდვებს, კიდევ ერთხელ მინდა ხმამაღლა აღვნიშნო, რომ ამ მასობრივმა მოსყიდვებმა არ უნდა მოახდინოს ზეგავლენა ამომრჩევლის ნებაზე. ძალიან გთხოვთ აარიდეთ თავი კანონდარღვევებს, მოდით არჩევნებზე, მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა. ძალიან დიდი გამარჯვებით უნდა დავასრულოთ დღევანდელი დღე და ამის წინაპირობების ყველა მონაცემი გვაქვს. გთხოვთ, ყველას მოხვიდეთ არჩევნებზე და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“ არ შეიძლება ასე „იმოროდიორო“ საარჩევნო დღეს. მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციელებს, რომ თქვენ არ უნდა იყოთ მხარე, თქვენ უნდა დაიცვათ კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, იმიტომ რომ, ხელისუფლება ყოველთვის შეიცვლება ამ ქვეყანაში, ეს არ ნიშნავს, რომ მაინდამაინც ვინმეს მხარე უნდა დაიჭიროთ. თქვენ დაიცავით კანონი, ამას ითხოვს თქვენგან საზოგადოება, მოქალაქეები, დაიცავით კანონი და ყველა სამართალდამრღვევს მიეცით შესაბამისი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო