გიგა ბოკერია - არჩევნების დასრულებამდე ერთი საათი დარჩა და ყველა ჩვენი მონაცემით ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდა

არჩევნების დასრულებამდე ერთი საათი დარჩა და ყველა ჩვენი მონაცემით ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა მონაცემებით ოპოზიცია იგებს. მან მოუწოდა ამომრჩევლებს მაქსიმალურად გამოიყენონ არჩევნებამდე დარჩენილი ერთი საათი, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ საკუთარი არჩევანი.

„არჩევნების დასრულებამდე ერთი საათი დარჩა და ყველა ჩვენი მონაცემით ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდა ამ არჩევნებში. ქართულმა საზოგადოებამ, საქართველოს მოქალაქეების უდიდესმა ნაწილმა ხმა მისცა გარდამტეხ ცვლილებებს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია ბოლო ერთი საათის განმავლობაშიც ყველა ჩვენი მოქალაქის მოსვლა არჩევნებზე და დამატებით მხარდაჭერა ცვლილებებისთვის ჩვენს ქვეყანაში.

ერთი იმიტომ, რომ გავაძლიეროთ ის გეზი, ის არჩევანი რაც „ევროპულ საქართველოს“ აქვს იმისთვის, რომ სწორი გეზით ვიაროთ ივანიშვილის ხელისუფლების ჩამოცილების შემდეგ და გარდამტეხი ცვლილებები უკვე ჩვენს ქვეყანაში განხორციელდეს და მეორე, ასეთი უპასუხისმგებლო მავნებლური რეჟიმის პირობებში, როგორიც ივანიშვილია, ყველა ხმას აქვს მნიშვნელობა მისი მარცხის პირობებშიც კი, რამდენად დიდი უპირატესობით მოვუგებთ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო